Monday, December 22, 2008

საცდ. პროექტი თბილისის ღირსშესანიშნაობები

1. პროექტის სახელი: ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მარშრუტის შედგენა,კულტურული ძეგლების აღწერა.

3.პროექტის სრული აღწერა : მოსწავლეები ამოარჩევენ მარშრუტს ძველი თბილისის რეგიონში და მოახდენენ ადგილზე მათ აღწერას. შეადგენენ რუქას.მარშრუტისა და ობიექტების მდებარეობის განსაზღვრისათვის. მოიკვლევენ მასალებს ძველი თბილისისა და თბილისელების შესახებ, გადაიღებენ ფოტოებს და გაეცნობიან მათ კულტურას. შეაგროვებენ მასალას მათი ცხოვრების შესახებ.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები : 12 -17 / VII-XII

5. ვადები / ხანგრძლივობა: 2 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტით, გადაღებული სურათების გამოფენის მოწყობა. აზრთა გაცვლათ სპექტაკლის დადგმა ( მაგალითად, ქეთო და კოტე, ხანუმა და ა.შ)თ კულტურის დღეების მოწყობა, მაგ; სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლების მოწვევა და სხვ.

7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას :ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. ისწავლიან საჭირო მასალის მოძიებას ინტერნეტში, დაინტერესდებიან მშობლიური ქალაქის ისტორიით და რამოდენიმე თვით იცხოვრებენ ძველი თბილისის ცხოვრებით.

8. სარგებელი სხვებისთვის :ბავშვებს გამოუმუშავდებათ საკუთარი ქალაქის წარსულის პატივისცემა. დაინტერესდებიან ძველი კულტურით, უფრო მეტად გაუფრთხილდებიან ძველ კულტურულ ძეგლებს.

9. სამუშაო ენა : ქართული, რუსული, ინგლისური.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია - უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქალაქის წარსულს, ისწავლიან ისტორიული ძეგლების აღწერას
ლიტერატურა - მოიძიებენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს თბილისზე
ხელოვნება - გაეცნობიან ნიკო ფიროსმანის ხელოვნებას, დადგამენ მონოსპექტაკლებს და ქორეოგრაფიულ მინიატურებს ( კინტაური, ბაღდადური)
მათემატიკა - ისწავლიან მასშტაბით მანძილის დატანას რუქაზე

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი : ქრისტინა ლობაჩოვა

13.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lchristina24@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac593a

15. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: http://xirshesanishnaoebebi.blogspot.com/